ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე 10 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მისი დაკავების დეტალებს იხსენებს.
"სუს-თან ვიყავი ტროტუართან და ვიღაც პოლიციელმა მითხრა, ბატონო მურმან, ხომ არ გაკავებთო, წყნარად დგახართო და ამ დროს ვიღაც მოვარდა უკნიდან, გამათრია და შემათრია მანქანაში. მანქანაში აღმოჩნდა ვიღაც ჩემზე ადრე დაკავებულ, იმას დაადეს მარჯვენა ხელზე ბორკილი, მე - მარცხენაზე. შემობრუნდა წინიდან უფროსი, პოლიციელი და მეორეს ეუბნება, იმას მოხსენით და ამას მარჯვენაზე და მარცხენაზეც დაადეთ ორივე ბორკილი, მაგის მარჯვენამ და მარცხენა გვიტირა დედა, რა კარგად ვცხოვრობდითო", - თქვა მურმან დუმბაძემ
ცნობისთვის, 10 ნოემბერს, ოპოზიციამ აქცია ერთდროულად სამ ლოკაციაზე - სუს-თან, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებთან გამართა. აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 ადამიანი დააკავა. 16 მათგანს სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დანარჩენი 30-ის პროცესი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. დაკავებულებს გამოძიება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.