მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, ადგილზე, სადაც ახლა მესამე პრეზიდენტი იმყოფება სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია: 

"არ მოგვისმენია, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური პასუხი იმაზე, თუ რას აპირებენ და აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ნომერ მე-18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის მე-12 დაწესებულებაშიც კი. ეს შენობა არის 2 ნაწილად გაყოფილი, ერთ ნაწილში არის იზოლირებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელი, რადგან მეორე ნაწილია ზუსტად სამედიცინო სერვისების გასაწევად" ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

მისი თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მიზანი მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ტერორი და არაადამიანური მოპყრობა იყო, რაც კარგად გამოჩნდა პენიტენციურის მიერ გავრცელებული კადრებითაც.

დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 43-ე დღეა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი