"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელმაც რამდენიმე საათის წინ თბილისში, სუს-ის შენობის შესასვლელი მანქანით ჩახერგა, ვარკეთილში გადაყვანის შემდეგ, ჯარიმის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მას სამართალდამცავებმა 200-ლარიანი ჯარიმა გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვის გამო დაუწერეს.
"173-ე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სასამართლო იქნებაო, რაზეც ვუტრაკებდი არ გამიგია თქვენი მოთხოვნა მანქანაში ვიჯექი მეთქი. პლიუს სატრანსპორტო საშუალების გამოყვანაზე, ცალკე ვარ მისასვლელი", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძე სუს-ის შენობასთან რამდენიმე საათის წინ მივიდა. მან პროტესტის ნიშნად, შესასვლელში საკუთარი ავტომობილი დააყენა და შიგნით ჩაიკეტა. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველების კითხვებს არ უპასუხა, ადგილზე ევაკუატორი გამოიძახეს და ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ ავტომობილთან ერთად, ტერიტორიიდან გაიყვანეს. ჯაფარიძემ ევაკუატორით თითქმის მთელი ქალაქი გაიარა. როგორც ჩანს პოლიცია მითითებას ელოდებოდა რომელ საჯარიმოზე გადაიყვანათ ის.
შეგახსენებთ, დღეს "გირჩი მეტი თავისუფლებამ" 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტა. ავტომობილებზე იყო წარწერები ვადამდელი არჩევნებისა და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. პარტია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური, ამიტომ უწყებების მოთხოვნებზე დამორჩილებას არ აპირებენ.