პოლიცია იუსტიციის სამინისტროსთან მყოფ დეპუტატებს, რომლებსაც ყველა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვთ, იუსტიციის სამინისტროში შესვლის უფლება არ მისცა. დაპირისპირებისა და შელაპარაკების დროს კი ვითარება იმ დონემდე გამწვავდა, რომ მობილიზებულმა პოლიციელებმა ლევან ხაბეიშვილის დაკავება სცადა.
"ვერ მივართვი ვერც მემანიშვილს და ვერც ბზიშვილს და თუ დამაკავებენ მაგაზეც ღამე არ ვინერვიულებ მაგ საკითხზე, მაგრამ ამათ სისხლის სამართლის დანაშაულებს რომ ჩადიან და კანონს ფეხებზე იკიდებენ, აი მაგაზე აუცილებად მოუწევთ პასუხის გაცემა" - ამბობს ხაბეიშვილი
ოპოზიცია იუსტიციის მინისტრთ ბრეგაძესთან ითხოვდა შეხვედრას, თუმცა ბრეგაძე მათ მოთხოვნას არ გამოხმაურებია.