"ჩვენთვის უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან" | ევროპელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენს შეხვდნენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოსული ევროპელი პოლიტიკოსები სახალხო დამცველს შეხვდნენ. მათ ნინო ლომჯარიასგან მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორია ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა.

ლიეტუვის სეიმის დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესაბამისი განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვთ და ახლა გლდანის ციხეში შესასვლელად ნებართვას ელოდებიან. 

მათ პენიტენციური სამსახურის მიერ ​გავრცელებულ კადრებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიმართ ასეთი მოპყრობა უცნაურია.

"ჩვენი ვიზიტი პოლიტიკურია, მაგრამ ამ ვიზიტის მიზანი ჰუმანიტარული. გვსურს გავიგოთ, როგორ არის მიშა ისე, რომ არ ჩავერიოთ საქართველოს შიდა საქმეებში. უბრალოდ რეალურ სიტუაციას ვეცნობით და ვცდილობთ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ. შეტანილი გვაქვს განაცხადი და ამ დრომდე ველოდებით პასუხს. ვიცით, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება სიტუაციას. ჩვენთვის, როგორც ლიეტუველი პარლამენტარებისთვის, საკმაოდ უცნაურია, რომ პრეზიდენტს ასე ექცევიან", - თქვა ​ლიეტუვის სეიმის დეპუტატმა, რაიმუნდას ლოპატამ.

​ლიეტუვას სეიმის დეპუტატები საქართველოში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან ერთად ჩამოვიდნენ. ჯერჯერობით არც მათ და არც ევროპარლამენტის წევრს, მესამე პრეზიდენტის მონახულების უფლებას არ აძლევენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი