ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ხელისუფლება გლდანის ციხის საავადმყოფოში შესვლის უფლებას არ აძლევს. მონახულების საათები 18 საათზე იწურება, თუმცა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის 2 წარმომადგენელი ამ დრომდე ელოდებიან შესაბამის ნებართვას.
მთელი დღის განმავლობაში ევროპელ პოლიტიკოსებს სხვადასხვა შეხვედრები ჰქონდათ. ანა ფოტიგა შეხვდა გიული ალასანიას და ნიკოლოზ ყიფშიძეს, ასევე მოინახულა ელენე ხოშტარია. შეხვდნენ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასაც.
მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ცოტა ხნის წინ მივიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც მესამე პრეზიდენტს გზავნილს გადასცემს.