ხმაური გორის სუს-თან - 5 ადამიანს შსს-მ ათობით პოლიციელი დაახვედრა

გამოქვეყნდა:

ხმაური გორში - რამდენიმე აქტივისტი ხელისუფლების ქმედებების გასაპროტესტებლად სუს-ის შენობასთან მივიდა.

5 ადამიანს შსს-მ ათობით პოლიციელი დაახვედრა, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით მედიის წარმომადგენლების მიმართაც გამოირჩეოდნენ.

პოლიციელებს შალვა ჯინიყაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც დეტექტივების სამმართველოს უფროსია, ის თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. "მთავარი არხის" წყაროს ცნობით, ჯინიყაშვილი შს მინისტრის მოადგილის, შალვა ბედოიძის კადრია, და ის შიდა ქართლში დიდი გავლენით სარგებლობს. არსებული ინფორმაციით, მას შსს-ს შიდა ქართლის სამმართველოს არაფორმალურ მმართველადაც მოიაზრებენ.  

დღეს სამართალდამცველებს ჯინიყაშვილის ხელმძღვანელობით, ერთადერთი მისია ჰქონდათ - შეეფერხებინათ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებსაც სუს-ის შენობასთან სურდათ განცხადების გაკეთება და დღეს დაკავებული გირჩის წევრების მიმართ სოლიდარობის გამოცხადება.

"შალვა ჯინიყაშვილი გამოვიდა უცებ, შექმნა პანიკა, აურზაური, იყო განსაკუთრებულად აგრესიული",- ამბობს აქციის მონაწილე.

ცნობისთვის, გორის სამმართველოსთან "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ პროტესტის ნიშნად ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება მოეხდინათ. გირჩის წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ გორის სამმართველოსთან დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. გამოძიება მათ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობას ედავება. მათი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

ამავე თემაზე:

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი