"გირჩი მეტი თავისუფლების" აქცია-პერფორმანსი დაკავებებით დასრულდა გორშიც. პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა, რომლებიც მანქანაში ისხდნენ. 

პარტიის მანქანა საპროტესტო წარწერებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს შესასვლელში იყო გაჩერებული. სამართალდამცავებმა იქ შეღწევა საბარგულიდან მოახერხეს.

ორივე დაკავებული შსს-ს გორის სამმართველოში გადაიყვანეს.

პარტია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური, ამიტომ უწყებების მოთხოვნებზე დამორჩილებას არ აპირებენ. მათ დღეს ადმინისტრაციული შენობების შესასვლელები 6 ქალაქში დაბლოკეს.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი