გორში დაკავებულ "გირჩი - მეტი თავისუფლების" აქტივისტებთან ადვოკატს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

გორში, "გირჩი მეტი თავისუფლების" დაკავებულ აქტივისტებთან შესახვედრად ადვოკატს არ უშვებენ. დაახლოებით ნახევარი საათია, უფლებადამცველი ლექსო მერებაშვილი უშედეგოდ ცდილობს მოინახულოს ზურაბ ხომერიკი და ბადრი გრიგალაშვილი.

მას სამართალდამცველები არ ეუბნებიან, რა მიზეზით უზღუდავენ დაკავებულებს დაცვის უფლებას. ლექსო მერებაშვილის თქმით, შსს კანონს უხეშად არღვევს.

აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ გორის პოლიციის შენობის შესასვლელი ავტომობილით ჩაკეტეს. პოლიციამ ავტომობილში შეღწევა საბარგულიდან მოახერხა. 

შეგახსენებთ, დღეს "გირჩი მეტი თავისუფლებამ" 6 ქალაქში სუს-ის შენობების შესასვლელები მანქანებით ჩაკეტა. ავტომობილებზე იყო წარწერები ვადამდელი არჩევნებისა და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით. 

პარტია ამბობს, რომ არჩევნები მოპარულია, ხელისუფლება კი არალეგიტიმური, ამიტომ უწყებების მოთხოვნებზე დამორჩილებას არ აპირებენ.

ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი