კრიტიკულად გამწვავებული ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტზე შურისძიების ჟინით შეპყრობილი "ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამს.
პოლონელი და ლიეტუველი დეპუტატები დღეს, მთელი დღის განმავლობაში, გლდანის ციხეში შესვლის ნებართვას ელოდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და ლიეტუვას სეიმის ორ დეპუტატს ქართულმა ოცნებამ უარი უთხრა. არგუმენტები არავის განუმარტავს და ამიტომაც ეს პოლიტიკური ჟესტი პირდაპირ ფასდება ევროპელების მიმართ დემარშად.
იხილეთ ასევე: