უპირველესი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა სამოქალაქო საავადმყოფოში, რომელსაც კარგი რეპუტაცია აქვს. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობა უნდა შეეცადოს, რომ დააბრუნოს ის უკრაინაში და ასე განმუხტოს სიტუაცია, - ამის შესახებ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის ასისტენტი იყო დევიდ კრამერი საუბრობს.
მისი თქმით, აშშ და ევროკავშირი, სწორედ ამ მიმართულებით უნდა ახდენდნენ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე. და ამის მიღმა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა დასრულდეს. ასევე იმ კადრებზე ამახვილებს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჯაროვა და რომელშიც ასახულია არაადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვლის მიმართა.
ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დამალოს ფაქტები, მეორე ხელით კი თავად ახდენს ვიდეოების გასაჯაროებას. ალბათ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის დამცირება და ამით სხვებისთვის სიგნალის გაგზავნა, მაგრამ ამან უკუეფექტი გამოიწვია და თავად მთავრობა დააზიან[...] საქართველოს მთავრობამ თავად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დამამცირებლად და სასტიკად ექცევიან ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. მე არ ვიცი, რაზე ფიქრობდნენ ისინი, როდესაც ამ ვიდეოს აქვეყნებდნენ, მაგრამ მათ თავად გამოააშკარავეს სააკაშვილის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამის გამო, ახლა გაცილებით უფრო ადვილია, რომ დასავლეთმა ამ საქმეში ჩართულ ყველა ადამიანს სანქციები დაუწესოს. ისინი მაგნიტსკის გლობალურ სიაში უნდა შეიყვანონ და ევროკავშირმაც ანალოგიური ნაბიჯი უნდა გადადგას, თუმცა, ჩემი აზრით, მხოლოდ უშუალო შემსრულებლებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ მინისტრიც უნდა შევიდეს სანქცირებულთა სიაში და ბიძინა ივანიშვილიც, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი მართავს ქვეყანას კულისებიდან და საქართველოს არასწორი გზით მიათრევს, - ამბობს კრამერი.
გარდა ამისა, დევიდ კრამერი ეხმაურება პრესაში გავრცელებულ ინფორმაიციას, რომლის მიხედვითაც, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, საქართველოს მთავრობა, 9-10 დეკემბერს გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე მიიწვიოს. კრამერის აზრით იმის გავითვალისწინებთ, რაც ბოლო დროს ხდება , ეს მონოწვევა უნდა გაუქმდეს და ნაცვლად მთავრობისა, მას საქართველოდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უნდა დაესწრონ.
მე არ ვითხოვ სანქციებს საქართველოს, როგორც ქვეყნის წინააღმდეგ ან ხალხის წინააღმდეგ, არამედ ინდივიდუალურ სანქციებს კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ. აქ საუბარია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე, როგორიცაა 2019 წლის ივნისში რუსი კომუნისტის, გავრილოვის მოწვევამ რომელიც შემდეგ პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩასვეს, საიდანაც რუსულად მიმართა საზოგადოებას. ამას მოჰყვა პრობლემური საპარლამენტო არჩევნები, ადგილობრივი არჩევნები, ნიკა მელიას დაპატიმრება, 5 ივლისის მოვლენები, როდესაც ჟურნალისტები ცემეს და ერთ-ერთი გარდაიცვალა, შემდეგ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის ტქმა, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში გადაწყვიტეს, რომ საქართველო კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა, ლუკაშენკოს კაგებესთან შეთანხმება, რაც შოკისმომგვრელი იყო, დასავლელი დიპლომატების კრიტიკა და კიდევ უამრავი რამ, რასაც საქართველო არასწორი გზით მიჰყავს.ამიტომ მინდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩაერიონ, რომ გააჩერონ ეს დაღმასვლა და სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ ადამიანებს, - ამბობს დევიდ კრამერი.
რაც შეეხება უცხოელ დიპლომატებს, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ ეძლევათ, კრამერის თქმით, ეს აღმაშფოთებელია, რადგან მათ აქვთ უფლება, რომ მოინახულონ ის და შეამოწმონ მისი მდგომარეობა.
ჩემი აზრით, მთელი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც საქართველოშია აკრედიტებული, მათ შორის ამერიკის ელჩიც უნდა ცდილკობდეს სააკაშვილის მონახულებას და იმ პირობების შემოწმებას, რომელშიც ის იმყოფება. ამიტომ, განაცხადები სხვებმაც უნდა შეიტანონ და რამდენჯერაც უარს მიირებენ, იმდენი ახალი ადამიანი უნდა დაემატოს სანქცირებულების სიას. უკვე დროა, რომ გავაგებინოთ ყველას, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება, - ამბობს დევიდ კრამერი.
ასევე იხილეთ: