
"სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად" - ამ მტკიცების ავტორი "ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძეა. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც საზოგადოებამ, 11 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობრივი და არაჰუმანური მოპყრობის დამამტკიცებელი ვიდეომასალა იხილა.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ამბობს, რომ ის, რაც პენიტენციური სამსახურის კადრებშია ასახული სტანდარტია და ეს სტანდარტი "საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლიდან ჩამოყალიბდა".
"სახელმწიფო მოქმედებს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. ეს არის მთავარი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ კადრებითაც, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. ბევრისთვის ალბათ მიუღებელიც იყო ის კონკრეტული ეპიზოდი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს მიმართავდა, სადაც ის პირდაპირ აყენებდა მათ შეურაცხყოფას.
ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ ზუსტად ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტი, როდესაც შეიძლება უმძიმესი დამნაშავის მხრიდან შეურაცხყოფასაც მოთმინებით უნდა მოეკიდო. მთავარია, რომ ეს სტანდარტი მყარად იყოს დაცული. ეს სტანდარტი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლიდან ჩამოყალიბდა, სადაც თითოეული პატიმრის, მათ შორის, სააკაშვილისნაირი უმძიმესი პატიმრის უფლებებიც არის დაცული", - თქვა კობახიძემ.
იხილეთ ასევე: