"ხელისუფლების საშინელი ქმედება" - რასა იუკნევიჩიანე ევროპელი პოლიტიკოსების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე მისი კოლეგის, ანა ფოტიგასა და ლიეტუვის სეიმის დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებას ეხმაურება.

იუკნევიჩიანე ხელისუფლების გადაწყვეტილებას "საშინელ ქმედებად" აფასებს და წერს, რომ "ქართულ ოცნებას" დეესკალაცია არ სურს.

"საქართველოს ხელისუფლების საშინელი ქმედებაა, უარი უთხრა ევროპარლამენტის წევრ ანა ფოტიგასა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაციას მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე.

ქართულ ოცნებას დეესკალაცია არ სურს", - წერს რასა იუკნევიჩიანე.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის პარლამენტის დელეგაცია საქართველოში სპეციალური ვიზიტით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდნენ. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ისინი გლდანის ციხეში არ შეუშვა. არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს დატოვებას დღეს საღამოს აპირებს.

ამავე თემაზე:

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლაზე უარის მიღების შემდეგ, ანა ფოტიგა კახა კუჭავას შეხვდება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი