სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭირვალობის ნაკლებობაა - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "ქართული ოცნების" უარს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვაზე.
ფოტიგა ხაზგასმით წერს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.
"უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭირვალობის ნაკლებობაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე",- წერს ანა ფოტიგა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე შურისძიების ჟინით შეპყრობილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი ნაბიჯი გადადგა და საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის წევრები მესამე პრეზიდენტთან ციხეში არ შეუშვა.
იხილეთ ასევე: