ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შემაჯამებელი სხდომა დატოვეს.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, პროცესი სუს-ის მიერ არის მართული, ხოლო ცესკოს ადმინისტრაციას გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, არანაირი ძალაუფლება არ აქვს.
"რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ბატონი კალანდარიშვილი არის თავმჯდომარე, მთელი პროცესები არის მართული სუს-ის მიერ. როდესაც ვსაუბრობდით იზა ჩირგაძეზე, რომელიც არის კომისიის წევრი, კალანდარიშვილმა ასე მითხრა, რომ რატომ მესაუბრებით ვიღაცის გატაცებაზე, საკუთარ თანამშრომელზე მესაუბრება.
აქაც კი იციან, ამ შენობაში, რომ რეალურად არჩევნები არის მოპარული და გაყალბებული. ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტაცია, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ქუთაისის 124-ვე უბნის ბათილობა იყოს ცნობილი, სამწუხაროდ, პირდაპირ გვითხრა კალანდარიშვილმა, რომ იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა იქნება და პასუხებიც არ იყო კითხვებზე.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჟვანიას ტრადიციებს აგრძელებს ცესკო და მისი ადმინისტრაცია, ამიტომ არანაირი აზრი არ აქვს, რომ ჩვენ შეიძლება, რამენაირად განსხვავებული პოზიცია მოვისმინოთ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ამავე თემაზე:
ცესკო-ში შემაჯამებელი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს