"მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ" - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და პირობები, სადაც ის იმყოფება კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა. 

უფრო კონკრეტულად, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ჯანმრთელობის გარდა, უმძიმესია ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომელსაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში განიცდის:

"მდგომარეობა არის მძიმე, მას მერე კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ინფორმაციით და არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში როდესაც ის იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არანაირი გამოხმაურება ამაზე სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა.

განვმარტავ რომ, მიხეილ სააკაშვილისთვის დღეს, გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხისშემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. 

მიხეილ სააკაშვილის კონდიცია ჯანმრთელობის არის ძალიან მძიმე, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი, იგი იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ. მას რეალურად სამედიცინო დახმარების გაწევა არ ხდება, ხდება მუდმივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება გარედან ფსიქოლოგიური შტურმი, არამხოლოდ გინება, არამედ მუქარები, რომ შემოვალთ და გაგისწორდებით.

შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს და იმყოფება წამების იმ ორი ფორმის ქვეშ, რასაც ჰქვია მუდმივი ხმაური და ანთებული შუქის პირობებში ყოფნა." ამბობს ნიკა გვარამია. 

მისი თქმით, ეს ორივე შემთხვევა საერთაშორისო კონვენციით, განიხილება როგორც წამება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი