
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სახალხო დამცველს მისი ეგიდით, კონსილიუმის შექმნის მოთხოვნით მიმართა.
კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის შექმნილ კონსილიუმში შევიდეს ცენტრი "ემპათიის" 8 წევრი.
"მივმართავთ, სახალხო დამცველს, კონსილიუმი, პარიტეტულ საწყისებზე, შეიქმნას მისი ეგიდით. მისი ეგიდით ნიშნავს, რომ ჩვენი მხრიდან ამ დასკვნაზე ხელმომწერები: გიორგი ბერულავა - ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ მიქაძე - ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე - ექსპერტი ნევროლოგი, ლალი ჯავაშვილი - ექსპერტი ენდოკრინოლოგი, მარინე აბაშიძე - ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი პროფესორი, ლევან ბესელია - ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ-რეანიმაოლოგი, მარიამ ჯიშკარიანი - შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი და + ნიკა ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი.
ეს არის 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის ეს დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მიერ და ასევე, პარიტეტულ კომისიაში ჩვენი მხრიდან, ამ 8 ადამიანის შეყვანას, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, რომ თვითონ წარმოადგინონ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში, ასევე პარიტეტს თუ ვიძახით 8 წევრი.
ჩვენ სრულად ვენდობით, დღეს არსებული კონსილიუმის შემადგენლობას, თუმცა სახელმწიფოს განსასაზღვრია, იგივე სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული, თუ შეცვლიან ამ სპეციალისტებს.
სახალხო დამცველს შეუძლია თავისი წარმომადგენლებიც შეიყვანოს, როგორც ის ჩათვლის საჭიროდ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომისიაში იყოს პარიტეტი, სახელმწიფოსა და ჩვენს მიერ დანიშნულ წევრებს შორის, დანარჩენში ვენდობით სახალხო დამცველს",-თქვა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია.
საგანგებო განცხადებები: