"ემპათიას" დასკვნა - მარიამ ჯიშკარიანის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი რეაბილიტაციის გზებზე

გამოქვეყნდა:

ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სამედიცინო დასკვნაში ნათქვამია, რომ შეუძლებელია შიმშილობის შეწყვეტა იმ დაწესებულებაში, სადაც ახლა ის იმყოფება , ვინაიდან შიმშილობის შეწყვეტის პროცესიც სერიოზულ საფრთხეებთანაა დაკავშირებულ და მას სჭირდება  შესაბამისი მკურნალობა, შესაბამის დაწესებულებაში.

"ეს გართულებები შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ მყისიერად დადგეს სიკვდილი. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ დაწესებულებაში ამგვარი მკურნალობის ამ "რეფიდინგის" გართულების პრევენციის შესაძლებლობები" ამბობს ჯიშკარიანი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რეალურად რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, რადგან არ არსებობს დიაგნოსტიკური მოცემულობა, ექსპერტთა ჯგუფს კი არ ეძლევა მასთან შესვლის უფლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი