"მდგომარეობა რთულია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პროცესზე დასასწრებად ძალ-ღონეს მოიკრებს" | ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ხვალინდელ პროცესზე დასწრება სურს და მისი სასამართლში გადაყვანის ყველანაირი საფუძველი არსებობს. ბასილაიას თქმით, ხვალ მიხეილ სააკაშვილის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

ბასილაია ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს ისევ არ მიეცემა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის ეშინია.

"ხვალ არის პიჯაკების საქმე, ჩანიშნულია 11:00 საათზე, სასამართლოდან მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, გაიგზავნა პარასკევს, შესაბამისად, ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის არსებობს.

მიხეილ სააკაშვილს აქვს უფლება უშუალოდ მიიღოს პროცესში მონაწილეობა, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეს უშუალობა და მიხეილ სააკაშვილი წარმოადგინოს სასამართლოს წინაშე. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მძიმე, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მოიკრებს მაქსიმალურად ძალ-ღონეს და დაესწრება ამ პროცესს. მთავარია, უზრუნველყონ მისი გადაყვანა, მისი არგადაყვანის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს",-თქვა ბექა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას მოითხოვდა, თუმცა პენიენციურმა დაწესებულებამ მას ამის შესაძლებლობა არ მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი