
"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება იმდენად მძიმე იყოს, რომ არ სურდეს პენიტენციურს ამის შესახებ საზოგადოებამ გაიგოს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხესთან მას შემდეგ განაცხადა, რაც კონსილიუმის წევრები პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხეში არ შეუშვა.
2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები. ასევე უნდა აღვნიშნოთ არასამუშაო საათებში კონსილიუმი ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ასევე დღეს, ასევე არასამუშაო საათებში კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკა ყიფშიძე უკვე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის აბსოლუტურად გაუგონარი და სამარცხვინო.
რაც შეეხება თვითონ ფაქტს დაცვის მხარის პოზიციით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას მესამე პრეზიდენტს და ყველანაირად ცდილობს მისი უფლებების შეზღუდვას. იმიტომ რომ დღეს არის პირველი შემთხვევა როცა მას უარი ეთქვა ჯანდაცვის უფლების რეალიზებაზე. ეს ფაქტი, მე ვფიქრობ, ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების პოზიციებში საქართველოს მიმართ...
ამ ყველაფერს ვუკავშირებ ერთადერთ რამეს, ვერ ვპოულობ სხვა რაციონალურ ახსნას გარდა იმისა, რომ პირველი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება იმდენად ცუდი იყოს, რომ არ სურდეს პენიტენციურ სამსახურს, რომ ამის შესახებ გაიგოს საზოგადოებამ.. არ ვიცი, რატომ შეიძლება, რომ ადამიანს ექიმის მომსახურებაზე უთხრა უარი. მეორე და ნაკლებად რაციონალური, თუმცა პენიტენციური სამსახურისგან მოსალოდნელი მოტივაცია გახლავთ ის რომ უბრალოდ ბოღმიანები არიან, გაბრაზებულები არიან და ჯიბრში უდგანან მიხეილ სააკაშვილს, - ამბობს შოთა თუთბერიძე.
იხილეთ ასევე: