საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, შემდეგ კი ძალის გამოყენებითა და ღირსების შემლახველი ფორმით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ციხის საავადმყოფოში გადაყვანას, არ მოჰყვებოდა მთავარი სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის მკაცრი რეაქცია, არ გამართლდა.
ერთმანეთის პარალელურად ერთსა და იმავე დღეს აშშ-ის ელჩმა თბილისში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი ვაშინგტონში საქართველოს მთავრობას მოუწოდეს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფისკენ, ასევე შეახსენეს კარგად დავიწყებული ადამიანის უფლებების ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ჩარჩო, ხელშეკრულებების დაცვის მნიშვნელობაც.
როგორ აფასებს აშშ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, ნახეთ დემნა დევდარიანი სიუჟეტში.