"გარკვეული პარამეტრები კრიტიკულია" - ელენე ხოშტარია მე-13 დღეა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

მე-13 დღეა პარლამენტში "დროას" ლიდერი შიმშილობს. ელენე ხოშტარია საკვების მიღებაზე უარს ამბობს, მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. 

"დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე რთულდება.

"ელენეს მდგომარეობა ანალიზების მიხედვით სულ უფრო და უფრო მძიმდება, გარკვეული პარამეტრები არის კრიტიკული, ასე რომ, მისი მდგომარეობა ნამვდილად საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ოღონდ, ელენე არ შეწყვეტს შიმშილობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ემუქრება საქმე და მას არ გადაიყვანენ მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა "დროას" წევრმა, ნინო გოგუაძემ.

მისი თქმით, დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ მან კიდევ ერთი გადასხმა გაიკეთა.

ცნობისთვის, 14 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო კიდევ 10-მა პოლიტიკოსმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი