
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აგრძელებენ ემიგრანტები. ვაშინგტონში 200-ზე მეტი ქართველი სხვადასხვა შტატიდან ჩავიდა და მიხეილ სააკაშვილის კერძო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით თეთრ სახლთან შეიკრიბა.
გარდა ამისა, ემიგრანტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქი ივანიშვილისა და პოუტინის პირადი ტყვეა. მათ ამერიკიდან საქართველოში საგანგებო წერილიც გამოაგზავნეს და სამშობლოში მყოფი თანამოაზრეები გაამხნევეს.