საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამბობენ, რომ პენიტენციური სამსახურის მიზეზები, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის საკუთარ პროცესზე დასწრების საშუალება არ ეძლევა აბსურდია. მათი თქმით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტს დაცვის უფლებაც წაართვეს.
"დღეს კიდევ ერთხელ ვხვდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე რომ პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის ფონზე, მაშინ როდესაც ყოველ წუთს ვსაუბრობთ ჩვენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა, პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, კანცელარიაში იყო და არ ვიცოდითო, შაბათ დღეს ეს პოზიცია უკვე არსებობდა, შაბათს უკვე იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს აქ სასამართლო პროცესზე არ მოიყვანდნენ", - თქვა ბექა ბასილაიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და მის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, საინტერესოა რამდენი ხანი აპირებს პენიტენციური სამსახური სუს-ის "ბოდვის" გამოყენებას და ყოველ დღე ერთი და იგივე ტექსტს გაიმეორებენ თუ არა.
"ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეშინია პანიკურად მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებზე არ მიაღებინოს მონაწილეობა ადამიანს, რაც არის წარმოუდგენელი რამ", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ამავე თემაზე: