სამუშაო საათები რამდენიმე საათია დაიწყო, თუმცა კონსილიუმის წევრებმა ამ დრომდე არ იციან შევლენ თუ არა დღეს მაინც მიხეილ სააკაშვილთან.

კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გოცაძე ამბობს, რომ შესაძლოა კონსილიუმის გაფართოების ინიციატივით, სახალხო დამცველი გამოვიდეს.

მისივე თქმით, პენიტენციურთან კონტაქტი ამ დრომდე არ ჰქონიათ.

სწორედ სამუშაო საათების ამოწურვა დაასახელეს გლდანის ციხეში გუშინ, ექიმების არშეშვების მიზეზად. იქამდე, კი პენიტენციურის სამედიცინო დაპარტამენტის ხელმძღვანელმა მორიგი ტყუილი თქვა და ექიმებს ისევ უთხრა, რომ მიხელ სააკაშვილს მათთან შეხვედრა არ სურდა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი