მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილებას ითხოვენ და მიზეზად მესამე პრეზიდენტის პროცესზე დასწრებაზე უარის თქმას ასახელებენ.

"თქვენ გაქვთ დავალება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში ვერ მოვიდეს. შეუძლებელია ამ საქმის განხილვა თქვენი თავმჯდომარეობით. ამ სასამართლოში არ მოიძებნება მოსამართლე, რომელსაც დააწერენ ამ საქმეს და იქნება ობიექტური. ამ სასამართლოში არიან კეთილსინდისერი მოსამართლეები, მაგრამ მათ ხელში ეს საქმე ვერ მოხვდება. თქვენ არცხვენთ სასამართლოს. თქვენ წარმოადგენთ ჩამოშლილი მართლმსაჯულების სახეს". - განაცხადა ბექა ბასილაიამ. 

მოსამართლე აცილებაზე უარს ამბობს. 

შეგახსენებთ, ე.წ. პიჯაკების საქმის პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც დღეს მისცეს დასწრების უფლება. გარდა ამისა, პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი