ფაქტობრივად მოსამართლემ თქვა, მე ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ მეკითხება...- მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასამართლოს დეტალებზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს და პროკურორების ერთადერთი ამოცანა, როგორმე მისი საჯაროობის ჩახშობა იყო. ადვოკატები ამბობენ, რომ მთლიანი პროცესი ფარსი იყო.

"სასამართლოს და პროკურორების ერთადერთი ამოცანა დღევანდელ სხდომაზე იყო ის, რომ როგორმე დაეხშოთ ამ პროცესის საქვეყნოობა  და არ დაეშვათ პირდაპირ ეთერში სიგნალის გადაცემა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, რაც პრინციპში ლოგიკურია, ვინაიდან, იმდენად სამარცხვინოდ განვითარდა მოვლენები სხდომის დარბაზში, რომ ბუნებრივია, მათ არ უნდა ჰქონოდათ სურვილი რომ საზოგადოებას ენახა ეს უკანონობა საკუთარი თვალით. [...] 

კანონმდებლობის თანახმად, პენიტენციურ სამსახურს არ აქვს უფლება უარი თქვას პირის მოყვანაზე იმ საფუძვლით, რა საფუძველიც დაასახელა, სასაცილო საფუძველი, მაგრამ მაინც, ნიკა ცხვარაშვილმა. ეს არის პენიტენციური სამსახურის უკანონო გადაწყვეტილება, რომლითაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მოსამართლეს ვეკითხებით, რა რეაგირება აქვთ იმაზე, რომ არ შეასრულოს უკანონოდ მისი გადაწყვეტილება, რაზეც მოსამართლის პასუხი იყო რომ მე გადაწყვეტილება მივიღო, მეტი რა გავაკეთო, აგერ 4 ხართ წადით და ძალით მოიყვანეთ მაშინ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმაო, ფაქტობრივად მოსამართლემ თქვა, რომ მე ამ ქვეყანაში არავინ არაფერს არ მეკითხება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ეს ხომ ისედაც ვიცით", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში არ მიიყვანონ და ამ გზაზე არც საღი აზრი, არც კანონი და არც ნორმატიული აქტის მოთხოვნა არ აინტერესებთ.

ადვოკატი ამბობს, რომ პროცესის მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა დღეს სასამართლო სუს-ის ფილიალად გააფორმა.

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 2 დეკემბერს გაგრძელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი