"სულ რომ უაღრესად ჯანმრთელი ყოფილიყო, მოიმიზეზებდნენ სხვა რამეს და მას არ წარმოადგენდნენ სასამართლოში..." | ბექა ბასილაია

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლება ცდილობს, არ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა წარსდგეს სასამრთლოს წინაშე და საჯარო ღია პროცესზე ისაუბროს. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ბექა ბასილაია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის N18 სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა. 

როგორც ბასილაია ამბობს, საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხვალ ჩაინიშნა, თუმცა ადვოკატი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ეცდება მიზეზად მოიტანოს, როგორც სუსის "მითიური" გამოძიება, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წადგენილი ბრალდება და ამ საქმეზე ხვალინდელი პროცესი ემსახურებოდა მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზენებს. მათ აქვთ შიში, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე და არც ხვალინდელ პროცესზე არ ეცდებიან მიხელ სააკაშვლის მოყვანას.... ხელისუფლების დისკუსია არის მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდეს პოლიტიკურ ტყვეობაში, აბსოლუტურ იზოლაციაში, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. - ამბობს ბექა ბასილაია

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი