
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაციის მიზნით შეძენის ფაქტზე, სამართალდამცავებმა, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი, სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ამავდროულად "ქართული ოცნების" აქტივისტი გ.თ. დააკავეს.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია შესაბამის ორგანოებში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
თუმცა, როგორც "მთავარ არხს" წყარო ატყობინებს, გ.თ, რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის ცენტრალურ უბანში, გიორგი ჭანტურიას ქუჩაზე დააკავეს. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.