მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის, ნიკა გვარამიას შეფასებით, "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მდინარაძემ დღევანდელი განცხადებით კონსილიუმი გააუქმა

"მამუკა მდინარაძემ კონსილიუმის გაუქმებაზე გააკეთა განცხადება.

ეგ რუსთავში იყო საჭირო, ახლა საჭირო აღარააო.

ახლა რასაც ვხედავთ, კონვენციური დანაშაულში - წამებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობაა. ასევე, სიცოცხლის განზრახ მოსპობაში. პირველზე ამნისტია ვერ გავრცელდება. მეორეზე - არ უნდა გავრცელდეს.

წილი ნაყარია."წერს ნიკა გვარამია

"კონსილიუმი საჭირო გახდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო დაწესებულება. დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში" - განაცხადა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი