
"საქართველოში დაპატიმრებული, მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა" - ამ სახელწოდებით Washington Post დღეს, თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ რამდენიმე ათასმა ადამიანმა დედაქალაქში აქცია და მასშტაბური მსვლელობა გამართა, ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მესამე პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, შიმშილობის ფონზე დამძიმდა, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
სტატიაში მოვლენების განვითარებაზე საუბარი ქრონოლოგიურადაა. ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ ციხის საავადმყოფოში მკურნალობა შეუძლებელია. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად მართავენ.