უკრაინის სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

როგორც მან აღნიშნა, ახლა უწყებისგან ოფიციალურ პასუხს ელოდება, თუ რა გახდა ვიზიტზე უარის მიზეზი.

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი ამბობს, რომ უარის მიუხედავად, გლდანის ციხეში მივიდა, რადგან დაწესებულების დირექტორთან ან სხვა რომელიმე უფლებამოსილ პირთან სურს შეხვედრა.

"შეგვატყობინეს რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მოგვცეს. ახლა მზადდება ოფიციალური პასუხი და უარის თქმის მიზეზსაც გავიგებთ. მიუხედავად უარისა, დღეს აქ მაინც მოვედი, მინდა ვინმე პასუხისმგებელ პირს შევხვდე, თუნდაც დაწესებულებს მთავარ ექიმს.

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უარყოფითი შეფასებები გვაქვს. გაუგებარია, როგორ მოახერხებენ რეანიმაციული პროცედურების ჩატარებას, როდესაც ვიცით რომ სამედიცინო დაწესებულებაში გამოცდილი ექიმები არ ჰყავთ და არც შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვთ. სხვა საავადმყოფოდან მოტანილი კატეს აპარატიც უმოქმედოდ დგას. მინისტრთან შეხვედრა მინდოდა, დავურეკე და მივწერე, თუმცა არ მიპასუხა. ეტყობა, ამის მიზეზი აქვს. ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მომაწოდონ", - თქვა ლუდმილა დენისოვამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო არაერთმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე ექიმმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი