ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილს მართლმსაჯულება ემალება - დიმიტრი საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

"არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს "ბრალდებულს", - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების მხრიდან მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლების შეზღუდვას.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტი სასამართლოში აცერთ საქმეზე არ მიიყვანა მიუხედავად მისი და ადვოკატების არაერთი მოთხოვნისა.

"არ გვინახავს აქამდე შემთხვევა, რომ სასამართლო და სახელმწიფო ემალებოდეს "ბრალდებულს", ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში ვართ ახლა, როდესაც სახელმწიფოს, რეჟიმს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მოყვანა სასამართლოში. 45 დღეზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში და ერთხელ ვერ მოიყვანეს სასამართლო შენობაში, ანუ ემალება მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" მთავარი მესიჯი მთელი 9 წელის განმავლობაში იყო ის, რომ სააკაშვილი უნდა წარმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინის სახალხო დამცველის და სხვა პირების ციხეში არ დაშვება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს პარტნიორობა იხილონ რა მდგომარეობაში იმყოფება რეალურად მიხეილ სააკაშვილი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი