"აიმაღლეთ ხმა უკანონობისა და პუტინისტური მმართველობის წინააღმდეგ საქართველოში" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს მეგობრებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და პუტინისტური მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ საქართველოში.

"უკვე 46 დღეა, რაც ვიმყოფები ვლადიმერ პუტინისა და მისი ადგილობრივი ხელქვეითი ოლიგარქ ივანიშვილის ტყვეობაში, რაც Amnesty International-ის შეფასებით არის "არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ ცხადი პოლიტიკური ანგარიშსწორება", ხოლო უკრაინის ომბუდსმენის მიერ - როგორც აშკარა წამების აქტი. დღეს უკვე მეორედ ისევ არ მომეცა ჩემს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. გუშინ ევროპელ დეპუტატებს არ მისცეს ჩემთან შეხვედრის უფლება.

46-ე დღეა შიმშილობით ვაპროტესტებ ჩემი ძირითადი უფლებების შეზღუდვას, მაშინ, როდესაც საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე თითქმის ყოველდღიურად აპროტესტებს ხელისუფლების ავტორიტარულ მმართველობას. მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, რომ მიაქციოთ ყურადღება და აიმაღლოთ ხმა უკანონობისა და პუტინისტური მმართველობის დამკვიდრების წინააღმდეგ იმ ქვეყანაში, სადაც ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და რომელიც ერთ დროს იყო აღიარებული, როგორც თავისუფლების შუქურა", - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო არაერთმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე ექიმმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი