სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს - მესამე პრეზიდენტმა დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი 50-წუთიანი დაგვიანებით დაიწყო.

პროცესზე მიხეილ სააკაშვილს დასწრების უფლება კვლავ არ მისცეს. სასამართლო მესამე პრეზიდენტის დისტანციურად ჩართვას ელოდება, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამ ფორმით პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ის ითხოვს, რომ პროცესზე უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს.

ადვოკატებმა პროცესზე მედიის დასწრების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამჯერადაც სხდომას მხოლოდ "საზოგადოებრივი მაუწყებელი" აშუქებს. 

დღევანდელ პროცესზე წინა სასამართლოს სხდომის თარიღი უნდა განისაზღვროს. დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრების შუამდგომლობას კიდევ ერთხელ დააყენებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი