
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციამ პლაქვენილზე კლინიკური ცდები განაახლა. ორგანიზაციის ხელმძღვნელის განცხადებით, მეცინერებმა დაადგინეს, რომ სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მედიკამენტის კლინიკური ცდები წარმატებით მიმდინარეობს.
მონაცემთა დაცვისა და მონიტორინგის კომიტეტმა, კიდევ ერთელ შეაფასა სიკვდილიანობის სტატისტიკა. კომიტეტის წევრების რეკომენდაციით, არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შეიცვალოს სოლიდარობის კვლევის პროტოკოლი. კომიტეტის აღმასრულებელი საბჭო, მკვლევარებთან თანამშრომლობით გააგრძელებს კვლევას, მათ შორის ჰიდროქსილოქლოროქვინის მიმართულებით, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვლევები შეაჩერა და განაცხადა, რომ არსებობდა საშიშორება მედიკამენტს გულის პრობლემების მქონე პაცინტებში სიკვიდლი გამოეწვია.