სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დასრულდა.
სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა მესამე პრეზიდენტს არც დღეს მიეცა. მიხეილ სააკაშვილს პროცესში დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს, თუმცა უარი განაცხადა. მისი მოთხოვნაა, რომ სხდომაში მონაწილეობა პირადად მიიღოს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.