ომბუდსმენს ჰყავს ათიათასობით პატიმარი უკრაინულ ციხეებში და მე მგონი, ჯობია, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პატიმრებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს სასჯელაღსრულების სისტემაში არიან. თან ჩამოვყალიბდეთ ერთ რამეზე, ეს კაცი უკრაინის მოქალაქეა თუ მესამე პრეზიდენტი? მე მგონი, არცერთია და გეტყვით, რატომ - ყველამ ვიცით, რას ნიშნავს მისი უკრაინის მოქალაქეობა და შეაწუხა ეს ქვეყანაც მთელი ეს წლებია და მეორე, რაც შეეხება მის მესამე პრეზიდენტობას, არავითარი სიმბოლო პრეზიდენტის ინსტიტუტის ის არ არის, რადგან ის ამ თანამდებობას იყენებდა უკიდურესად ბოროტად.
თქვა პარტია "ქართული ოცნების " თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის სახალხო დამცველის არშეშვებასთან დაკავშირებით.