
სპეციალური პენიტენციურის სამსახურის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტი, რომელიც უკვე 47-ე დღეა შიმშილობს, მუდმივი კონტროლის ქვეშაა და მის სიცოცხლეს "საფრთხე არ ემუქრება".
ამ საკითხზე ბრიფინგი უწყების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩიდრაშვილმა გამართა. მან კონკრეტული პარამეტრების დასახელება ვერ შეძლო და ჟურნალისტების კითხვებს გაექცა.
"პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები: არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია, ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება", - თქვა გიორგი ჩიდრაშვილმა.
ამავე თემაზე: