"სტრასბურგის სასამართლომ სპეკულაციებს დაუდო ბოლო, თქვა: უკაცრავად, სათაური წაიკითხეთ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შესთავაზა.

როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეაფასოს, ადეკვატურია თუ არა ის დაწესებულება სამკურნალოდ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას.

თავად ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამტკიცებს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი და ადეკვატური მკურნალობის პირობებს აკმაყოფილებს.

"ჩვენ მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შევთავაზეთ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. სტრასბურგმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მომაწოდოს პოზიცია, მე თვითონ შევამოწმებ ეს რამდენად ადეკვატურია და გაგცემთ პასუხს 24-ში.

ადეკვატური რომ არ არის და თვითონ უწერია სტრასბურგს, რომ შეუქცევადი საფრთხეა და რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ, სიცოცხლისთვის შეუქცევადი დაზიანებების საფრთხეა, ამიტომ, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, ვერ დაამტკიცებს ვერასდროს, ეს ყველამ იცის.

ჩვენ რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდოდა, მყისიერად გვინდოდა,რომ სამოქალაქო კლინიკა ეთქვა, მაგრამ სრულიად რაციონალურია, რაც სტრასბურგმა თქვა, რომ მე მოვითხოვ ინფორმაციას, რომ ეს შესაბამისობაშია. ვერ დაადასტურებს ამას სახელმწიფო, ტარაკნებიანი დაწესებულებაა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, დღეს ამონტაჟებენ კტეს, რომელიც როდის ამუშავდება ისიც არავინ იცის და ერთი კატე რას ცვლის, ესეც არავინ იცის",-თქვა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით დროებითი ზომის მიღებაზე გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოსგან დროებით ზომად ითხოვდნენ, რომ სასამართლოს საქართველოს მთავრობისთვის მოეწოდებინა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ 
გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი