დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას - ენმ-ს პასუხი "ევროპულ საქართველოს"

გამოქვეყნდა:

როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებებს აკეთებს, ეს ამ მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი საერთო მაჟორიტარებთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებას. 

ამბობს, რომ მოლაპარაკებების დასრულებამდე მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს და ეს მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს.

ყველა პარტიას მოვუწოდებთ, დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს. დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. ენმ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში, - ამბობს ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდა, დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე.

პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ.   

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი