შტორმი კანადაში - ვანკუვერში ქარიშხალმა გზები დააზიანა, არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

"მომკვდინებელი შტორმი" კანადაში - ვანკუვერში წყალდიდობისა და უამინდობის გამო საავტომობილო გზები და სარკინიგზო მაგისტრალები ჩაიკეტა. ტრანსკანადური მაგისტრალის ნაწილი, რომელიც ვანკუვერს დანარჩენ ქვეყანასთან აკავშირებს დატბორილია.

გზატკეცილზე მეწყერს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველების თქმით, კიდევ ორი ​​ადამიანი დაკარგულია.

ორშაბათს დაწყებული ქარიშხალის გამო ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ვერტმფრენით ეკიპაჟები ასევე გაგზავნეს მთიან ქალაქ აგასიზში, რათა 300-მდე ადამიანი, რომელიც გარესამყაროს მოწყდა, გადაერჩინათ.

დასავლეთ პროვინციის ტრანსპორტის მინისტრმა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ეს იყო "საუკუნის განმავლობაში ყველაზე საშინელი ქარიშხალი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი