"მიკერძოებულობის განცდა დამრჩა" - სუბარი კონსილიუმის ექიმებზე

გამოქვეყნდა:

კობახიძის მსგავსად, "მიკერძოებულობის განცდა დარჩა" სოზარ სუბარსაც ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრების განცხადებების შემდეგ.

თავმჯდომარის მსგავსად, სუბარიც ამტკიცებს, რომ გლდანის ციხეში ყველა საჭირო პირობაა 

"მიკერძოებულობის განცდა დამრჩა. ადამიანები შევიდნენ და თქვეს, რომ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ადამიანებს შიმშილობისას მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ და შიმშილობის შემდგომ მათი რეაბილიტაცია მოხდეს. ითქვა, რომ იქ მაღალკვალიციფიური ექიმები არიან როგორც სისტემის შიგნით, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან მივლენილნი. ადგილზე არის ყველა პირობა, მაგრამ თქვეს, რომ არ არის მსგავსი მართვის გამოცდილებაო. ეს ძალიან უცნაურია, რადგან თუ არსებობს აპარატურა, არიან გამოცდილი ექიმები, გამოცდილება კედლებს ხომ არ ექნება?!" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წარმომადგენლის  განცხადება კობახიძეს არ მოეწონა და დღეს ექიმები პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი