
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის შემდეგ ამჯერად მის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ მისი წევრები პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებულები არიან.
კობახიძის აზრით, ექსპერტები ნდობას არ იმსახურებენ.
"თქვენ იცით ზოგადად როგორია ჩვენი ნდობის ხარისხი ლომჯარიას მიმართ, ეს იცით, ეს ერთი და ნდობას რომ არ იმსახურებს, ეს გამომჟღავნდა იმ შემადგენლობითაც, რომელიც გამოქვეყნდა. ყველა ხედავთ რომ თითქმის ყველა წევრი ამ ჯგუფის არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რაც დასტურდება არაერთი მათი საჯარო განცხადებით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ინტერესი ამ ნაბიჯის უკან, ძალიან ნათლად იკვეთება, ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო ნაბიჯი, რომელსაც ნინო ლომჯარია დგამს", - თქვა ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 48 დღეა შიმშილობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი ციხეში გუშინ მოინახულა, ისინი წერილობით დასკვნას დღეს გაასაჯაროებენ.
ნახეთ ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა: