სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში კონსილიუმის წევრ ექიმებს კითხავენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სახელმწიფო კონსილიუმის წევრ ექიმებს კითხავენ - ირკვევა, რომ გამოკითხვები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან, გლდანის ციხეში გადაყვანის გარემოებებით ინტერესდება.

დამოკიდებულება აბსოლუტურად ობიექტურია, საქმის არსის გარკვევის თვალსაზრისით იყო ძალიან ობიექტური და სწორი - ამბობს ექიმი ალექსანდრე ცისკარიძე.

ამ წუთებში უწყებაში ჰემატოლოგ ნინო შარაშენიძეს კითხავენ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანში რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს ძალის გამოყენებით გადაიყვანეს. პენიტენციურმა გაავრცელა კადრები, სადაც კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი