რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს ჭამა, არაჩვეულებრივი პატიმარია თუ რა - "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს მერე ჭამა" - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც 49-ე დღეა შიმშილობს.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი "არაჩვეულებრივი პატიმარი" არაა და ყველა პატიმარმა რომ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყოს, "არასწორი იქნება". 

ჯაფარიძემ დღეს სახალხო დამცველის დისკერდიტაციაც სცადა და თქვა, რომ ნინო ლომჯარია - "ნაციონალების დამცველია და არა სახალხო დამცველი".

"კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება და რას ვერ უკეთებენ, არ დაუკონკრეტებიათ. რამე სჭირდება და არ უკეთებენ?! დაიწყოს მერე ჭამა, ხომ უნდა, დაიწყოს ჭამა, აბა რა არის. ყველა პატიმარმა რომ ესე მოითხოვოს, შიმშილი დაიწყოს, რომ გადამიყვანეთ თორე ესე გავაკეთებ რა?! არაჩვეულებრივი პატიმარია თუ რა? საქართველოს მესამე პრეზიდენტი მერე რა რომ არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე, ძალიან ბევრი დანაშაული", - თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ

მანვე აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს - "ათასნაირი გადაპრანჭული შიმშილობა" აქვს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი