"ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი ნინო ლომჯარიას მიმართ კრიტიკას უერთდება და ამბობს, რომ ლომჯარია მიხეილ სააკაშვილს უფრო ბევრჯერ შეხვდა, ვიდრე სხვა პატიმრებს 4 წლის განმავლობაში.
"რა თქმა უნდა, ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი ძალიან კარგია ხშირ-ხშირად ნახულობს ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს, პატიმარ სააკაშვილს, თუმცა გასაოცარია ის ფაქტი, რომ მან ეს ერთი ადამიანი უფრო ბევრჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი დანარჩენი 4 წლის განმავლობაში.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი სიმპათია, ანტიპათია, მაგრამ როცა ის არის სახალხო დამცველი, ის უნდა დადგეს ამ ყველაფერზე მაღლა, უნდა იყოს მიუკერძოებელი და სიმართლეს ემსახუროს მხოლოდ და მხოლოდ", - თქვა სოზარ სუბარმა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ცდილობს და ამბობს, რომ ის ობიექტური არაა. ამჯერად ეს კრიტიკა ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნამ გამოიწვია. ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.
ამავე თემაზე: