პენიტენციურმა სამსახურმა ალტერნატიულ კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მისცა. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ კომისიის წევრები, პირადად მოინახულებენ მესამე პრეზიდენტს, გაეცნობიან სამედიცინო დოკუმენტაციას და ციხის საავადმყოფოში არსებულ პირობებს გაეცნობიან, რის შემდეგაც კონსილიუმის წევრები საკუთარ დასკვნას გამოაქვეყნებენ;
ჯერჯერობით უცნობია როდის შევა მარიამ ჯიშკარიანი გლდანის დაწესებულებაში და "ემპათიას" ხელმძღვანელი ახლა პენიტენციური სამსახურისგან დროის დაზუსტებას ელოდება
"დღეს მივიღეთ პენიტენციურისგან წერილი, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე ცენტრი ემპათიას ექსპერტები იქნებიან შეშვებული. თარიღი მითითებული არ არის და შესაბამისად, შევთანხმდებით ექსპერტებთან, როდის მოხდება." ამბობს ჯიშკარიანი.
უკვე ორი კვირაზე მეტია, ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი და ალტერნატიული კონსილიუმის წევრები, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლას ითხოვენ, თუმცა ამ დომდე პენიტენციური სამსახური, მათ ამის უფლებას არ აძლევდა;