სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გლდანისა და რუსთავის ციხის თანამშრომლებს კითხავენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვების სერია გრძელდება - მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამაინური მოპყრობის საქმეზე, ამ წუთებში, ინსპექტორის წარმომდგენლის შეკითხვებს გლდანის ციხის თანამშრომელი პასუხობს.

უწყებაში ელოდებიან ექიმ ზურაბ ფაღავასაც, რომელმაც სახელმწიფო კონსილიუმი რამდენიმე დღის წინ დატოვა.

რუსთავის ციხის კონტროლიორის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და მისი გადაყვანის შესახებ არაფერი იცის. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია როგორ პირობებში იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტი.

"შეცდომით ვარ დაბარებული, ვმუშაობ ზონაზე მე, შეცდომით დამიბარეს. რუსთავში ვმუშაობ ზონაზე, განსხვავდება, ციხე არის სხვაგან, ზონა არის სხვაგან. [შეხება გქონდათ?] არაფერი არანაირი, ზონა და ციხე არის სხვაგან. არ ვიცი [რატომ დამიბარეს] მაგის გასარკვევად მოვედი", - თქვა რუსთავის ციხის თანამშრომელმა.

"მთავარის" ინფორმაციით, დღის განმავლობაში კიდევ 5 პირის გამოკითხვა იგეგმება, თუმცა უცნობია ზუსტად ვინ არიან ამ სიაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სახელმწიფო კონსილიუმის წევრების გამოკითხვა გუშინ დაიწყო. საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან, გლდანის ციხეში გადაყვანის გარემოებებით ინტერესდება.

ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი