თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, გინდა გადაიყვანონ, გინდა გადმოიყვანონ, აზრი აღარ ექნება - ელგუჯა გოცირიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრი, ელგუჯა გოცირიძე თანაგუნდელებისგან განსხვავებით ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს ენდობა და ამბობს, რომ ისინი გონიერი და კარგი ექიმები არიან. მისივე თქმით, თუ ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები დაიწყო პაციენტის კლინიკაში გადაყვანას აზრი აღარ ექნება.

"იმპერატიულად არ შემიძლია განცხადება გავაკეთო, ზოგადად ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ის ხალხი, საკმაოდ გონიერი და საპატივცემულო ხალხია, კარგი ექიმები არიან, ასე რომ, არ მაქვს საფუძველი იმათ ნათქვამში ეჭვი შევიტანო. 

ზოგადად მგონია, რომ ეს კითხვები რასაც თქვენ სვამთ ეხლა, ამ წუთას არ არის... უფრო სხვაგვარად ვუყურებ, თუ ორგანიზმში დაიწყო შეუქცევადი პროცესები, იმის შემობრუნება მერე ძალიან რთული იქნება, გინდა გადაიყვანონ, გინდა გადმოიყვანონ, აზრი აღარ ექნება", - თქვა ელგუჯა გოცირიძემ. 

"ქართული ოცნების" წევრების უმრავლესობა სახალხო დამცველის და მის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის დისკრედიტაციას აგრძელებს. 

დღეს "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას და ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრებს დაემუქრა. მან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას "ფეიკი" უწოდა და თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამას გაგრძელება მოჰყვება "საფრთხეების" კუთხით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, შესაძლოა, როგორც ომბუდსმენის, ისე ექიმების პასუხისმგებლობა დადგეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი